თავისებური გამოდგა მე-9 ტური. 6 მატჩიდან სამი - 1:1 და ორიც - 6:1 დასრულდა, 3 ფეხბურთელი კი გააძევეს. დაგვეთანხმებით, ასეთი რამ არცთუ ხშირად ხდება. “დინამო” – “ჩიხურას” ამბავი გასაგებია. ბოლო დროს ამათ შეხვედრებში ბევრი გოლები გადის ხოლმე. მაგალითად, შარშან, პირველ უგოლო მატჩს თუ არ ჩავთვლით, თბილისელებმა 5:2, 3:0 და 4:2 იმარჯვეს. თანაც დღეისათვის ყველაზე მეტი გოლი ამ ორ გუნდს აქვს გატანილი და ტურის წინათქმაშიც იმიტომ ვივარაუდეთ უხვგოლიანობა. შარშანდელი ჩემპიონატის მთავარმეგოლემ, ჩისკო მუნიოსმა წლეულს პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. საინტერესოა, რომ გასულ სეზონში ჩისკომ მხოლოდ ერთი ჰეთ-თრიქი მოახერხა და ისიც “ჩიხურასთან.”
Aაი, რუსთაველებისგან კი 6 გოლის გატანას არავინ ელოდა. მით უმეტეს, “მერანს” მთავარი მწვრთნელი შეეცვალა, მალხაზ ჟვანია თბილისის ”დინამოში” წავიდა და გუნდს პირველად კახა ჩხეტიანი ხელმძღვანელობდა, “ახალი ცოცხის” ეფექტი კი მოგეხსენებათ. მაგრამ ვერ გამოუვიდა ჩხეტიანს დებიუტი.
ისევ გაურკვევლობაა გორის “დილაში” და მთავარი მიზეზი ახლაც უფულობაა. უკვე მერამდენედ ამ ერთი წლის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინათ გუნდი მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმაც დატოვა და “ზუგდიდთან” მატჩში გორელებს მეკარეების მწვრთნელი რამაზ სოღოლაშვილი ხელმძღვანელობდა. დევდარიანის შემცვლელის ვინაობა ჯერაც უცნობია. “დილას” ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ აქცენტს ადგილობრივ სპეციალისტებზე აიღებენ. ვნახოთ.
კვლავ აოცებს ყველას “გურია.” კვირას ლანჩხუთელებმა წლეულს სტუმრად პირველად გაიმარჯვეს და მეოთხე ადგილზე მყარად დგანან, არადა, სეზონის წინ გუნდიდან თითქმის მთელი შემადგენლობა წავიდა. ახლა “გურიას” უკრაინელი დამრიგებელი, რომან პოკორა, ზედა ექვსეულისთვის და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლასაც არ გამორიცხავს.
Mმომავალ ტურში კი, 26 ოქტომბერს, ალბათ საშემოდგომო ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩია: “დინამო” – “ტორპედო.”
მეტალურგი (რუსთავი) – მერანი (მარტვილი) 6:1 (4:1)
გოლები: 1:0 ლევან კაკუბავა (4), 2:0 რევაზ გეწაძე (9), 3:0 გოგი ფიფია (15), 3:1 შოთა ბაბუნაშვილი (25), 4:1 ლუკა რაზმაძე (28), 5:1 დავით კირკიტაძე (89), 6:1 დავით საჯაია (90)
გაძევება: მიხეილ მახვილაძე (16, “მეტალურგი”); კიჭი მელიავა (38, “მერანი”)
დილა (გორი) – ზუგდიდი 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ირაკლი მოდებაძე (33), 1:1 ზვიად სიხარულია (77)
გაძევება: რომეო კანკია (65, “ზუგდიდი”)
სპარტაკი (ცხინვალი) – გურია (ლანჩხუთი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ვილი ისიანი (61)
ტორპედო (ქუთაისი) – სიონი (ბოლნისი) 1:1 (1:1)
გოლები: 0:1 ირაკლი სამხარაძე (25), 1:1 ნიკა საბანაძე (40)
ზესტაფონი – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 საბა ლომია (16), 1:1 ლაშა კასრაძე (38)
დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 6:1 (2:1)
გოლები: 1:0 ჩისკო (1), 1:1 კვარაცხელია (ს.კ. 14), 2:1 ჩისკო (34), 3:1 დვალი (56), 4:1 ჩისკო (60), 5:1 ძარია (61), 6:1 დვალი (76)
1 | დინამო (თბილისი) | 9 | 7 | 1 | 1 | 25:8 | 22 |
2 | ტორპედო | 9 | 5 | 4 | 0 | 14:5 | 19 |
3 | ჩიხურა | 9 | 5 | 1 | 3 | 19:17 |
16 |
4 | გურია | 9 | 5 | 0 | 4 | 9:9 | 15 |
5 | მეტალურგი | 9 | 4 | 2 | 3 | 15:15 | 14 |
6 | ვიტ ჯორჯია | 9 | 3 | 3 | 3 | 14:12 | 12 |
7 | დილა | 9 | 3 | 3 | 3 | 11:11 | 12 |
8 | მერანი | 9 | 4 | 0 | 5 | 12:20 | 12 |
9 | ზესტაფონი | 9 | 3 | 2 | 4 | 10:8 | 11 |
10 | სიონი | 9 | 2 | 3 | 4 | 11:14 | 9 |
11 | ზუგდიდი | 9 | 1 | 3 | 5 | 4:14 | 6 |
12 | სპარტაკი | 9 | 1 | 0 | 8 | 4:14 | 3 |
X ტური. 26 ოქტომბერი. შაბათი: ჩიხურა – გურია, ზუგდიდი – სპარტაკი, ვიტ ჯორჯია – დილა, მერანი – ზესტაფონი, სიონი – მეტალურგი, დინამო - ტორპედო
მეგოლეები:
7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)
6 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)
4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ირაკლი ქობალია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”)
3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა