ლეგენდარული გერმანელი ფორვარდი უვე ზეელერი მიიჩნევს, რომ დიდი შანსია, “ჰამბურგი” მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგას დაემშვიდობოს.
“რა თქმა უნდა, “ჰამბურგის” ბედი ძალიან მაღელვებს. შექმნილ ვითარებას დიდი ყურადღებითა და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმაღლესი ლიგიდან გავვარდებით. მხოლოდ იღბალს თუ მივენდობით, ვერაფერს მივაღწევთ”, - განუცხადა “ჰამბურგის” ყოფილმა მეგოლემ ადგილობრივ პრესას.
ცნობისათვის, სადღეისოდ, “ჰამბურგი” ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.