ფეხბურთი

0:35 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

უსტარიცი “დინამოს” დაემშვიდობა

ურთირთშეთანხმების საფუძველზე, თბილისის “დინამო” 30 წლის ესპანელი ლეგიონერ უსტარიცს დაემშვიდობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ესპანელ ფეხბურთელს “დინამოში” ყველა ტურნირზე 28 ჩატარებული შეხვედრა მოუგროვდა, თუმცა ხშირმა ტრავმებმა ბოლომდე გახსნის საშუალება არ მისცა.

უსტარიცს გასული წლის ნოემბერში მიღებული ტრავმა, იანვარში ისევ გაუმიზეზდა და გარკვეული პერიოდი კვლავ უთამაშებლობა უწევს.

0.125971