თამაშგარე

16:27 | 1.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

უსეინ ბოლტს პრინც ჰარისთან და რიანასთან გართობა სურს

25 წლის იამაიკელმა მძლეოსანმა უსეინ ბოლტმა განაცხადა, რომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, ინგლისის პრინც ჰარისთან ერთად დროის გატარება სურს.
“ჰარი ფანტასტიკური ადამიანია და როცა ოლიმპიადას წვეულებას მივუძღვნი, აუცილებლად დავპატიჟებ”, - თქვა მორბენალმა.
უცნობმა წყარომ დაამატა, რომ პრინცი ჰარიც სიმპათიებითაა სპრინტერისადმი განსჭვალული: “ჰარი უსეინის დიდი გულშემატკივარია და საკუთარ ცხენს უსეინ კოლტი დაარქვა. გარდა ამისა, ორივე წვეულებებისა და გართობის მოყვარულია”.
სამი ოლიმპიური ოქროს მფლობელსა და 5-გზის მსოფლიო ჩემპიონს, ხსენებულ წვეულებაზე პოპულარული ბარბადოსელი მომღერლის, რიანას დაპატიჟებაც სურს.
“არ ვიცი, რიანა ლონდონში იქნება თუ არა, მაგრამ მისი ნახვა ძალიან მინდა. ორიოდე კვირის წინ, ის თაინი თემფასთან, კრის ბრაუნთან, ლუდაკრისთან და ლუის ჰემილტონთან ერთად ერთობოდა და პლანეტის უსწრაფეს ადამიანთან ღამის გატარებაზეც არ იტყვის უარს”, - დასძინა ბოლტმა.
 

0.110687