თამაშგარე

11:42 | 10.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

უსახელო კუნძულს შესაძლოა ზიდანის სახელი ეწოდოს

ინდოეთის ოკეანეში არსებულ ერთ პატარა უსახელო კუნძულს, შესაძლოა, არცთუ შორეულ წარსულში მოთამაშე ფეხბურთის ფრანგი ვარსკვლავის, ზინედინ ზიდანის სახელი ეწოდოს. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც კუნძულს ფეხბურთელის სახელი დაერქმევა.
კუნძული დაუსახლებელია და ამჟამად ეკუთვნის ერთ-ერთ ფრანგულ კომპანიას, რომელიც ელექტროსაქონელს აწარმოებს. ზემოაღნიშნულ კუნძულზე კომპანიას სურს, რომ საკუთარი თანამშრომლებისთვის სპორტული დანიშნულების სასტუმრო მოაწყოს, სადაც ადამიანები შვებულებას გაატარებენ.
ამჟამად მადრიდის “რეალში“ საპასუხისმგებლო პოსტზე მომუშავე ზინედინ ზიდანის პოზიცია მისი სახელობის კუნძულთან დაკავშირებით – ცნობილი არ არის. თუმცა, ის კი ყველამ იცის, რომ ზინედინს მსგავსი სახის პიარი მაინცა და მაინც არ იზიდავს, რაც ზინედინისთანა ადამიანისგან გასაკვირი სულაც არაა.
 

0.157135