თამაშგარე

9:53 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

უსაინ ბოლტი – სარბენი ბილიკიდან საფეხბურთო მოედნისკენ

ცოტა ხნის წინ, მოსკოვში გამართულ მძლეოსნობის ჩემპიონატზე იამაიკელმა მორბენალმა, მსოფლიოს ვარსკვლავმა უსაინ ბოლტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავის პროფესიაში შეუდარებელია – ის მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი!

მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლტის საყვარელი სპორტის სახეობა ასევე ფეხბურთია და პორტუგალიელი რონალდუ კი, - მისი ფავორიტი. ჟურნალისტებთან საუბრისას უსეინმა გულახდილად აღნიშნა, რომ სიამოვნებით მოსინჯავდა ძალებს სპორტის ამ სახეობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” გუნდში ნებისმიერ პოზიციაზე. ასე, რომ შესაძლოა მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა სარბენი ბილიკიდან საფეხბურთო მოედანზე გადაინაცვლოს და იქაც მიაღწიოს წარმატებებს. 

 

0.143846