მერაბ ურიდია კარიერას კვლავ რუსეთის პირველი დივიზიონის საფეხბურთო კლუბ ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკში” გააგრძელებს. ამის შესახებ, ინფორმაცია ინტერნეტგამოცემა შპორტბოხ.რუ-სთან ნიჟნეკამსკელთა მთავარმა მწვრთნელმა ნაილ გიზატულინმა დაადასტურა.
ურიდიას რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ყაზანის “რუბინთან” 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და გასული სეზონის მეორე ნახევარი “ნეფტეხიმიკში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში 4 გოლი გაიტანა.
მომავალი სეზონის დაწყებამდე, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის ფორვარდი შეკრებაზე “რუბინს” გაჰყვებოდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ის “ნეფტეხიმიკში” ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ურიდია რუსეთის მოქალაქეა.