ურეკში მიმდინარე საჭადრაკო ევროპის თასის გათამაშებას, 3 ტურის შემდეგ, 3-3 ქულით 8 წლიან ბიჭუნებში ლიდერობენ: გიორგი სიბაშვილი, გიორგი ლომინაძე, რატი ჩიხლაძე და არსენ დავტიანი (სომხეთი).
ამავე, ასაკის გოგონებსაც ოთხეული ლიდერობს დიანა ლომაიას, ლილე გუმბერიძის,ე ლენე წოწონავასა და ანა პოღოსიანის (სომხეთი) შემადგენლობით.
10 წლიან ბიჭებში ერთბაშად 5 მონაწილე დაწინაურდა ქულათა მაქსიმუმით: მიხაილ ფარხადოვი (აზერბაიჯანი), არტემ ტრუბჩანინოვი (რუსეთი), რაფი გაზარიანი (სომხეთი), ვუგარ მანაფოვი (აზერბაიჯანი) და ჰაკობ ჰაკობიანი (სომხეთი).
სამი გოგონა ლიდერობს დანაკარგის გარეშე 10 წლიანებში: თეა იმნაძე, თამარ ესაძე და ზეინაბ ისმაილზადა (აზერბაიჯანი).
სამეული დაწინაურდა 12-წლიან ბიჭებშიც. 3-3 ქულა აქვთ აქტივში: კოკა ბუკიას და აზერბაიჯანელებს – ვუგარ ასადის და ანდრეი მუსტაფინს.
დაძაბულად მიმდინარეობს 12-წლიანი გოგონების შეჯიბრი. 3 ტურის შემდეგ 2.5 ქულით პირველობას ინაწილებენ: ელენე კოსტავა, ალვინა ოსიპოვა (სომხეთი) და გაბრიელა ანტოვა (ბულგარეთი).
ევროპის თასის გათამაშების პარალელურად საქართველოში პირველად მიმდინარეობს მსაჯთა სალიცენზიო ტრენინგები.
ტრენინგებს მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაციის (ფიდე) მსაჯთა კომისიის წევრი, საერთაშორისო არბიტრი აშოტ ვარდაპეტიანი ატარებს.
სამდღიანი ტრენინგების შემდეგ, 22 ივნისს ქართველ არბიტრებს ტესტური გამოცდის ჩაბარება მოუწევთ ლიცენზიების დასამტკიცებლად და ამის შემდეგ მათ საერთაშორისო დონის ტურნირებზე მსაჯობის უფლება მიეცემათ.