ფეხბურთი

13:35 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ურალში” გვალიას დებიუტი კვლავ გადაიდო

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-20 ტურში, რიგის “დაუგავამ”, სადაც გიორგი დიაკვნიშვილი ირჯება, საკუთარ მოედანზე ლიეპაიას “მეტალურგს” ვერ მოუგო – 2:2.

ქართველი ფეხბურთელი მასპინძელთა გუნდის სასტარტო შემადგებლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. “დაუგავას” 38 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში, ეკატერინბურგის “ურალმა”, სადაც ლაშა გვალია ირიცხება, შინ მოსკოვის “დინამოსთან” 1:4 წააგო. ქართველი ნახევარმცველი ეკატერინბურგელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. გვალიამ “ურალთან” 31 აგვისტოს ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ახალ გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია. ეკატერინბურგელები, 5 ქულით, 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფებიან.

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-14 ტურში, ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა” სტუმრად კრასნოიარსკის “ენისეისთან” 0:1 წააგო. დამარცხებულთა რიგებში, მერაბ ურიდია 79-ე წუთზე გამოჩნდა. “ნეფტეხიმიკს” 7 ქულა აქვს და 19-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინა პოზიციაზეა.

ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიამ”, გასვლაზე ტულის “არსენალს” 3:0 მოუგო. გურამ თეთრაშვილი სტუმრების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. “ლუჩ-ენერგია” 19 ქულით მე-8 ადგილზეა.

 

0.115688