ჭიდაობა

22:51 | 12.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

უქართველო სამეულების დღე

სტამბოლში მიმდინარე იაშარ დოგუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალი სტილით მოჭიდავე მამაკაცთა 60, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების სახელით, ხალიჩაზე მალხაზ ზარქუა (60 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ) გავიდნენ, მაგრამ მედლის მოპოვება ვერც ერთმა ვერ შეძლო. ტურნირის მიმომხილველმა თურქულმა ვებ-გვერდმა, მხოლოდ სამეულში შესულ მოჭიდავეთა სია გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, იაშარ დოგუს ტურნირი გუშინ დაიწყო და 55 კილოგრამში ჩემპიონის ტიტული ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვა. ხვალ ხალიჩა 66 და 96 კილოგრამში მოჭიდავეებს დაეთმობათ. საქართველოს სახელით კი, კობა კაკალაძე, ილია ხუციშვილი (ორივე 66 კგ) და ბელდუხ გავაშელიშვილი (96 კგ) იასპარეზებენ.

ოთარ მაღლაკელიძე

0.116467