ფეხბურთი

13:35 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

უოლკოტს კიდევ ორი კვირა გაუცდება

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველ თეო უოლკოტს გუნდის ვარჯიშზე ტრავმა გაუმიზეზდა და მოედანზე გარკვეული დროით ჯერ ვერ გავა.

Sky Sports-ის ცნობით, მუცლის კედლის პრობლემის გამო 24 წლის ფეხბურთელს ოპერაციის გაკეთება დასჭირდა და ინგლისის ეროვნულ გუნდს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ორ მატჩში ვერ დაეხმარა. მან ვარჯიში ცოტა ხნის წინათ გააგრძელა, მაგრამ ტრავმამ თავი შეახსენა და მისი მოედანზე დაბრუნება დაახლოებით ორი კვირით გადაიდო.

“თეოს ტრავმის რეციდივი ხუთშაბათს მოუვიდა. მას ვარჯიშის შეწყვეტა და ძუნძულით სირბილზე გადასვლა მოუწია. ვფიქრობ, ის მინიმუმ ორი კვირა დაისვენებს და “დორტმუნდთან”, “კრისტალ პალასთან” და “ჩელსისთან” მატჩებს გამოტოვებს,” - განაცხადა “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა.

0.121331