ფეხბურთი

21:53 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

უოლკოტი ერთ თვეში დაბრუნდება

ლონდონის “არსენალისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევი თეო უოლკოტი ფეხბურთს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ამ ინფორმაციას “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ავრცელებს.

“სტოკთან” გამართული მატჩის წინ, უოლკოტმა მუცლის არეში ტკივილი იგრძნო, რის გამოც მან მოედანზე გასვლა ვერ მოახერხა. არსენ ვენგერმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ფეხბურთელის მკურნალობის ვადები უცნობი იყო, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ ფეხბურთელი ერთ თვეში დაბრუნდება.

საკლუბოს გარდა, უოლკოტს მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშების გამოტოვებაც მოუწევს. 11 და 15 ოქტომბერს, ინგლისი მონტენეგროსა და პოლონეთს უმასპინძლებს. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ინლისელები ჯგუფს ლიდერობენ, მაგრამ მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ უკრაინასა და მონტენეგროს ისინი მხოლოდ თითო ქულით უსწრებენ, ხოლო პოლონეთი 3 ქულითაა უკან. 

0.107309