კალათბურთი

16:26 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთი ჩერნოგორიას ყოჩაღად დაუდგა

2015 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა შესარჩევი ციკლის E ჯგუფში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა მეტოქე უნგრეთმა.

პორ პეტერის შეგირდები გასულ უქმეებზე ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცას ესტუმრნენ და სამთა ტურნირში მე-2 ადგილი დაიკავეს.

უნგრელები პირველ შეხვედრაში არცთუ ძლიერ შვეიცარიას გაეჯიბრნენ და გაჭირვებით – 70:67 სძლიეს, მე-2 მატჩში კი მასპინძელ ჩერნოგორიას მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და 65:78 წააგეს.

ცნობისთვის, მასპინძლებმა შვეიცარიელები 97:61 გაანადგურეს, ამდემად, დასკვნითი თამაშის შემდეგ, უნგრელთა თავკაცს უკმაყოფილება ნამდვილად არ ეტყობოდა.

“ჩერნოგორიელებმა შვეიცარიელებს ძალიან იოლად მოუგეს, ჩვენ კი, მათ ფაქტობრივად ბოლო წუთებამდე ბრძოლა გავუმართეთ. დაცვაში სრულყოფილად ნამდვილად არ გვითამაშია, შეტევაში კი უკეთ გამოვიყურებოდით – ზუსტი სროლების კარგი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა. ის კომბინაციებიც გამოვცადეთ, რომელიც პორტუგალიასთან მატჩში გამოგვადგება. ვფიქრობ, ლისაბონში გამარჯვებაზე ფიქრი საკმაოდ რეალურია”, - აღნიშნა პეგტერმა.

ცნობისთვის, უნგრელები 2015 წლის ევრობასკეტის პირველი მატჩი 10 აგვისტოს ელით და როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მათი მეტოქე პორტუგალია იქნება. 13 აგვისტოს უნგრეთი კეჩკემეტში საქართველოს მიიღებს, თბილისში კი განმეორებითი შეხვედრა 24-ში შედგება. 

 

უნგრეთი – შვეიცარია 70:67 (25:17, 7:16, 18:16, 20:18)

უნგრეთი: ვიტმანი (10), ტომასი (9), ვოივოდა (15), ნ.ტოტი (8), ა.ტოტი (3), დენეში (8), კელერი (8), რუიაკი (6), ფერენცი (3).

 

ჩერნოგორია – უნგრეთი 78:65 (20:15, 13:12, 21:16, 24:22)

უნგრეთი: ვიტმანი (7), ტომასი (12), ვოივოდა (17), ნ.ტოტი (4), კელერი (4), დენეში (7), სუპოლა (2), ჩორვასი (4), რუიაკი (3), ეილინგსფელდი (5).

0.126733