თამაშგარე

16:54 | 16.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

უნგრელებმა მესის ცილი დასწამეს

“ბარსელონას” 25 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი, საკუთარი ინტერვიუს გაყალბებისთვის უნგრულ ჟურნალ Kepes Sport-სთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს.
ორიოდე დღის წინათ,  Kepes Sport-ში დაიბეჭდა, რომ ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდში  მესის თანაგუნდელები, მათ შორის სესკ ფაბრეგასი და ხერარდ პიკე, მუნჯად თვლიდნენ. “საბავშვო აკადემიაში წვრთნისას, ძალიან წყნარი და მორცხვი ვიყავი. სესკ ფაბრეგასმა ერთხელ მითხრა, რომ ბიჭებს მუნჯი ვეგონე. ახლა, რა თქმა უნდა მსგავსი პრობლემები არ მაწუხებს და უფრო მეტად თამამი გავხდი”, - თითქოსდა აღიარა მესიმ.
უნგრული ტყუილები, ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მაც დაიჯერა და ამ ამბავმა არგენტინამდე ჩააღწია. “მინდა   Kepes Sport-ში ნათქვამი უარვყო. ასეთი ინტერვიუ, არასოდეს მიმიცია. ამ გამოცემის წინააღმდეგ, ჩემს კანონიერ უფლებას გამოვიყენებ”, - განაცხადა განრისხებულმა მესიმ.
 

0.136218