“სევილიას" მწვრთნელს უნაი ემერის სჯერა, რომ მისი გუნდი ევროპის ლიგის ფინალში ითამაშებს. ეს განცხადება "ანდალუსიელთა" დამრიგებელმა "ვალენსიასთან" (2:0) მოგებული მატჩის შემდეგ გააკეთა.
"პირველ მატჩამდე შანსები 50/50 იყო, მაგრამ ახლა ჩვენ ვართ ფავორიტები. განვლილ შეხვედრაში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, მაგრამ ჩვენ გამოვიყენეთ შანსი და ორბურთიანი ჰანდიკაპი შევიქმენით. რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილნი ვართ, თავი კარგად წარმოვაჩინეთ და "მესტალიაზე", მეტოქის პატივისცემის მიუხედავად, ფინალში გასასვლელად ვიბრძოლებთ."
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი "სევილიასა" და "ვალენსიას" შორის "მესტალიაზე" 1 მაისს გაიმართება.
გიორგი ბალახაძე