ძიუდო

17:51 | 2.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ულან ბატორის ქართული განაცხადი

 

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ იმ სპორტსმენების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 4-6 ივლისს, მონღოლეთის დედაქალაქ ულან ბატორში გასამართ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – გრან პრიზე იჭიდავებენ.

საქართველოს კაცთა ნაკრები მონღოლურ ტატამზე არასრული და გადახალისებული შემადგენლობით გავა. 66, 73 და +100 კილოგრამებში ეროვნულ გუნდს ორ-ორი ძიუდოისტი წარმოადგენს, 90-ში – ერთი, ხოლო 60, 81 და 100 კილოგრამებში სატურნირო ბადეები ქართველების გარეშე შეივსება.

Uულან ბატორის გრან პრიზე საქმეში საქართველოს ქალთა ნაკრების ნატურალიზებული წევრი ესტერ სტამიც (70 კგ) ჩაერთვება. შეგახსენებთ, ჰოლანდიელმა სპორტსმენმა საქართველოს დროშის ქვეშ ერთ ტურნირზე უკვე იჭიდავა და წარმატებასაც მიაღწია – ევროპის ღია ტურნირზე (მადრიდი. 31 მაისი – 1 ივნისი) ჩემპიონი გახდა.

 

საქართველოს ნაკრები

კაცები

66კგ - ტრისტან ფეიქრიშვილი და თორნიკე თათარაშვილი

73კგ - ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი

90კგ - ბექა ღვინიაშვილი

+100კგ - ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი

ქალები

70კგ - ესტერ სტამი

0.221534