ფეხბურთი

14:08 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინული პრესა: ქართველებმა იჩხუბეს და ნახევარფინალი ჩაშალეს

უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში დასრულდა მოყვარულ ფეხბურთელთა ტურნირი “მეგობრობა-2013”, რომელშიც უკრაინაში მცხოვრები სხვადასხვა ერის წარმომადგენელთა ნაკრებები მონაწილეობდნენ. ნახევარფინალში საქართველო-სომხეთი ხვდებოდნენ და მატჩი ვერ დამთავრდა - ჩხუბი ატყდა და გამარჯვება სომხებს მიაკუთვნეს.

უკრაინული საიტების ცნობით, ჩხუბის ინიციატორები ქართველები იყვნენ. ერთ-ერთ ქართველს წითელი ბარათი აჩვენეს, რაც მან და თანაგუნდელებმაც აგრესიულად გამოხატეს. ისინი ჯერ სიტყვიერად ცდილობდნენ, მსაჯს გადაწყვეტილება შეეცვალა, მაგრამ შემდეგ მუშტებით ჩხუბი ატყდა. სხვა გუნდების წარმომადგენლებიც გამოვიდნენ მინდორზე. საბოლოოდ, მსაჯმა შეძლო არეულობისთვის თავი დაეღწია.

მსაჯთა კომიტეტმა გამარჯვება სომხებს მიაკუთვნა. თუმცა, სინამდვილეში მხოლოდ ქართველები იყვნენ დამნაშავეები? ვინ იცის...

0.11429