ალესია გუსევა, ვიქტორია კანაპლიანკა და ალა სელეზნიოვა ევრო-2012-ზე უკრაინის ნაკრების ქომაგობა გაშიშვლებით გამოხატეს.
ეს ქალბატონები უკრაინელი ფეხბურთელების ცოლები არიან, მათ მამაკაცების ჟურნალ “მაქსიმის” ივნისის ნომერი დაამშვენეს მოწოდებით “მედლების გარეშე არ დაბრუნდეთ!”
“სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ევგენი ფოტოსესიის წინააღმდეგი იქნებოდა, თუმცა მითხრა, რაც გინდა, ის გააკეთეო”, – აღიარა ევგენი სელეზნიოვის მეუღლე ალამ.
მანმადე კი, რუსეთის ნაკრების მხარდასაჭერად ქალთა პოპულარული პოპ-ჯგუფ “სერებროს” წევრები გაშიშვლდნენ.