არაოფიციალური ცნობებით, უკრაინის დელეგაცია სოჭის ოლიმპიურ თამაშებს ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია პარტია “ბატკივშინას” “ტვიტერის” გვერდზე ვრცელდება. მიზეზი ცხადია – უკრაინელი სპორტსმენები მათ სამშობლოში მიმდინარე სისხლიანი მოვლენების გამო პროტესტს გამოთქვამენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინული დელეგაცია ოლიმპიადაზე 43 სპორტსმენით იყო წარდგენილი და ამ დროისთვის მათ ანგარიშზე ერთადერთი ბრინჯაოს მედალი იყო.