თამაშგარე

11:44 | 12.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინას მეძავები შეესივნენ

უკრაინა-პოლონეთში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებისთანავე, ამ ორი ქვეყნის პოლიციას პრობლემები არ მოჰკლებია. ხან ქალთა ორგანიზაცია ”ფემენის” გოგოებია გასაკონტროლებელიო, შუაქუჩაში მკერდი რომ არ მოიშიშვლონ, ხან რუსი ქომაგები არიან მისახედი, რასისტული განცხადებები რომ უკონტროლო, ხან რა და ხან რა...
უკრაინელ პოლიციელებს ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არალეგალურად ჩასული მეძავების გაკონტროლებაც უწევთ. უკრაინაში მეძავების ნაკლებობას არასოდეს უჩიოდნენ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან და ბელარუსიდან იმდენი ”თავისუფალი გოგონა” ჩასულა, რომ კაცი ვერ გაიგებს, ვინ მეძავია და ვინ - სუტენიორი.
ყველაფერ უბედურებასთან ერთად, მეძავების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებებითაც ვაჭრობს, რაც დამატებითი პრობლემა გახდა უკრაინელი სამართალდამცველებისათვის. ამ მხრივ პრობლემები პოლონეთშიც დაიწყო. თუმცა, პოლონეთი უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და არასასურველი ადამიანებისათვის ქვეყნის ”ჭიშკარი” უკრაინაზე უფრო საიმედოდაა დაგმანული.
 

0.149816