საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლევანდელი ევროპირველობის მეორე საასპარეზო დღესაც შთამბეჭდავი საკალათბურთო სანახაობა შესთავაზა მაყურებელს. ჩვენებისა და ხორვატების დრამატული მატჩის დეტალურ სტატისტიკასა და ანალიზს ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი მოკლედ 5 სექტემბრის დღის შეხვედრებს მიმოვიხილავთ.
A ჯგუფი
უკრაინა-ისრაელი - 74:67 (19:13, 16:13, 18:20, 21:21)
ევროპის წინა ჩემპიონატზე უკრაინა საქართველოსთან ერთად მონაწილეობდა პირველ ჯგუფურ ეტაპზე და სასტარტო ეტაპიდან გამოეთიშა ლიტვაში ჩატარებულ ტურნირს. ამჯერად გამოცდილი და ავტორიტეტული ამერიკელი სპეციალისტის მაიკ ფრატელოს შეგირდები გაცილებით ყისმათიანად თამაშობენ და გუშინ დრამატულ მატჩში ბელგიელთა ძლევის შემდეგ უკრაინელებმა დღეს ისრაელს მიაყენეს მიჯრით მეორე მარცხი.
აღმოსავლეთსლავებმა კარგად დაიწყეს და თავდაპირველად 13:2 დაწინაურდნენ. Eბრაელები მდევრის როლში მეორე ტაიმის დასაწყისამდე იყვნენ, 22-ე წუთზე კი ანგარიშის გაყაიმება შეძლეს – 40:40. Aმის შემდეგ კვლავ ფრატელოს ბიჭებმა იძალეს, ათქულიანი “გაქცევა” მოახერხეს, მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს, 2 ტურის შემდეგ 4 ქულა დააგროვეს და მეორე ეტაპზე გასვლის წონადი განაცხადიც გააკეთეს.
უკრაინა: გლადირი (17ქ, 5მ), კრავცოვი (15ქ, 8მ), პუსტოზვონოვი (13ქ), ნატიაჟკო (10ქ, 5მ).
ისრაელი: ნისიმი (12ქ), ჰალპერინი (9ქ), პნინი (9ქ), ელიაჰუ (8ქ, 5მ)
B ჯგუფი
ჩერნოგორია - ლატვია 72:73 (17:17, 20:20, 15:17, 20:19)
ჩვენთვის კარგად ნაცნობი აინარს ბაგატსკის გაწვრთნილმა ლატვიელებმა 2011 წელს პირველ ჯგუფურ ეტაპზე ხუთივე შეხვედრა წააგეს, მაგრამ ახალგაზრდა ბალტიისპირელებმა კარგი გამოცდილება მიიღეს და წლეულს სოლიდურ თამაშთან ერთად, კარგ რეზულტატსც აჩვენებენ. Lატვიელები ექსიუგოსლავებს “დაერივნენ” და ბოსნიის გაწბილების შემდეგ ჩერნოგორიელები საკალათბურთო თრილერში დაამარცხეს. ბოლო წამებზე ბალტიისპირელებს მოგება კრისტაპს იანიჩენოკსის ზუსტმა თამაშმა მოუტანა. მატჩის მსვლელობისას ჩერნოგორიელები 8 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ ამ მომენტში რიჩარდს კუკსიკსმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო, ლატვიელებმა კი 9:0 “გაქცევა” შეძლეს. კვლავ კარგად ითამაშა როლანდს ფრეიმანისმა. გუშინ მან ბოსნიელებს 24 ქულა ჩაუგდო, დღეს კი 12 ქულას 7 მოხსნა მიამატა.
ჩერნოგორია: რაისი (24ქ, 5პ), სეკულიჩი (13ქ, 6მ).
ლატვია: იანიჩენოკსი (15ქ), ფრეიმანისი (12ქ, 7მ), ბერტანსი (8ქ), კუკსიკსი (8ქ).
C ჯგუფი
საქართველო – ხორვატია 76:77 (15:17, 19:18, 18:15, 24:27)
D ჯგუფი
ფინეთი - შვედეთი 81:60 (27:27, 21:4, 19:15, 14:14)
ფინეთის ნაკრების კალათბურთელები წინასაჩემპიონატოდ იქადნებოდნენ, ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეგვიძლიაო და როგორც ევროპის პირველობის ორმა სასტარტო დღემ დაგვარწმუნა, მათი სიტყვები ლიტონი სულაც არ ყოფილა. თურქების სენსაციურად დამარცხების შემდეგ სუომელებმა მეზობელ შვედეთს შანსი არ დაუტოვეს. ფინელებმა ტყორცნისას ტრადიციულად შესაშური სიზუსტე გამოიჩინეს და შვედები მოხსნებითაც დაჯაბნეს.
ფინეთი: ლი (14ქ, 5მ), მუურინენი (12ქ), კოპონენი (10ქ, 6პ), ჰაფი (10ქ, 6მ)
შვედეთი: ტეილორი (19ქ, 6მ), იერებკო (12ქ, 5მ).
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma