11 ოქტომბერს, უკრაინის ნაკრების პოლონეთთან გასამართ საშინაო შეხვედრას მაყურებლები ვერ დაესწრებიან. გადაწყვეტილება ფიფამ მიიღო და ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
სასჯელი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ლვოვში ჩატარებულ მატჩს მოჰყვა, რომელშიც უკრაინელებმა სან მარინოს 9:0 მოუგეს. მიზეზად კი, მაყურებლების მიერ პიროტეხნიკის გამოყენება და ტრიბუნებზე ნეონაცისტური ბანერების გამოფენა სახელდება.
უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია 45 ათასი ფრანკით დაჯარიმდა, “არენა ლვოვს” კი, სანაკრებო მატჩების მასპინძლობა 2018 წლამდე აეკრძალა.