ამ ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად ვხვდებით “პლეიბოის” გარეკანზე სპორტსმენი გოგონების პიკანტურ ფოტოებს. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და ლამაზმა რინგ-გოგონამ, ბრიტნი პალმერმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გაეხარებინა თაყვანისმცემლები და ამ წლის მარტის ნომერში მისი ფოტოსურათები “პლეიბოის გარეკანზე მოხვდება.
როგორც ჩანს, თავისი პოპულარობის თუ პიკანტური ადგილების სილამაზის დასამტკიცებლად, ამ ხერხს არც თუ ცოტა სპორტსმენი ქალბატონი მიმართავს. 2008 წლის ნოემბერში რაშელ ლია, ხოლო 2010 წლის ნოემბერში არიენი სელესტე
თავისი სურვილით გაშიშვლდნენ “პლეიბოისთვის”. ასეთმა თამამმა ნაბიჯებმა, ისინი უფრო პოპულარული და საოცნებონი გახადა არამარტო ქალბატონებში, არამედ მამაკაცებშიც და მათი თაყვანისმცემლების რიცხვს კიდევ უამრავი შეემატა.
ბრიტნი პალმერმა ცოტა ხნის წინ თავისი სპორტული კარიერა შეწყვიტა, რამაც მისი ფანების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამან ორგანიზაცია უფც-ს პრეზიდენტი დეინ უაიტი აიძულა, რომ იგი რინგზე დაებრუნებინა. დაბრუნება კი, პალმერმა ორიგინალურად და სკანდალურად - შიშველი ფოტოსესიით აღნიშნა და ამით თავისი გულშემატკივრების გულები კიდევ ერთხელ დაიპყრო.