გერმანელმა მოცურავემ, ანგელა მაურერმა ჯერ კიდევ ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის დაწყებამდე გამოიჩინა თავი და ინგლისური “პლეიბოისათვის” ოპოზირა. მაშინ “პლეიბოიმ” ანგელას გარდა, კიდევ ოთხ გერმანელ სპორტსმენ ქალს გადაუღო თამამი ფოტოები და მაურერის განასაკუთრებულობა ისე ვერ გამოჩნდა, როგორც მოცურავეს სურდა.
ახლა კი, მაურერი თურმე თავისი ფეხით მიადგა გერმანულენოვანი “პლეიბოის” რედაქციას და მკერდთა და ბარძაყდა შუქ-ჩრდილების გამომზეურებაზე სრული მზადყოფნა დაადასტურა. “პლეიბოის” ხელმძღვანელებს ანგელას შემოთავაზებაზე, რასაკვირველია, უარი არ უთქვათ.
როგორც ცნობილია, პოპულარული სპორტსმენი ქალების გახდაზე დათანხმებას ხშირად დიდი ჯახირი სჭირდება, თუმცა ანგელა მაურერი, როგორც ხედავთ, გამონაკლისი შემთხვევაა. რაც შეეხება ანაზღაურებას... გერმანელი მოცურავე ამბობს, რომ მისთვის ფულს მნიშვნელობა არა აქვს. როცა ქალი საკუთარი სურვილით შიშვლდება, ფულს თუ არა, აბა ნეტა სხვას რასა აქვს მნიშვნელობა?