სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

23:34 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

უკანასკნელი ტურის წინ...

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ საპრიზო სამეულში რჩება ქართველი მოჭადრაკე სალომე მელია (2454), რომელიც შავი ფიგურებით ერთ-ერთ კონკურენტ ნატალია ჟუკოვას (უკრაინა, 2451) დაუზავდა.

ახლა, ჟუკოვას, მელიას და კიდევ ერთ უკრაინელ მარია მუზიჩუკს 7.5-7.5 ქულა გააჩნიათ და ლიდერ ვალენტინა გუნინას (რუსეთი, 2501) შემდეგ, სწორედ აღნიშნული მიმდევრობით არიან განლაგებულნი. თავად გუნინას თანამემამულე ტატიანა კოსინცევასთან (2476) ყაიმის შემდეგ, 8.5 ქულა აქვს და ჩემპიონობას აღარაფერი უკლია.

7.0-7.0 ქულით, შესაბამისად, მე-6, მე-7 და მე-12 ადგილები უკავიათ ნინო ბაციაშვილს (2417), ნანა ძაგნიძე (2541) და ნინო ხურციძეს (2460), ტურნირზე მოთამაშე დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა კი ასეთია: 23. ლელა ჯავახიშვილი (2474) – 6.5; 23. მერი არაბიძე (2406) – 6.0; 25. სოფიო გვეტაძე (2356) – 6.0; 30. სოფიკო გურამიშვილი (2402) – 6.0; 87. მადონა ბოკუჩავა (2027) – 4.5;

დასკვნით ტურში, რომელიც 17 ივლისს შედგება, შემდეგ პარტიებს გამოვარჩევთ: მუზიჩუკი-გუნინა, კოსინცევა-ჟუკოვა, მელია-დანიელიანი, სტეფანოვა-ძაგნიძე, კაშლინსკაია-ბაციაშვილი, ხურციძე-მკრტჩიანი, ჯავახიშვილი-დაულიტე.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონის წილად 11 000 მოდის. მეორე ადგილი – 9 000-ს მიიღებს, მესამე – 7 000-ს, სულ კი საპრიზო თანხებს მოწინავე ოცეულში გასულები მიიღებენ. მე-20 ადგილოსანს 1 000 ევრო ერგება.

პირველ თოთხმეტ პოზიციაზე გასული მოჭადრაკეები ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116848