თამაშგარე

11:58 | 28.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

უკანალი, როგორც სტიმული...

ძალიან უცნაური კაცია ეს უსაინ ბოლტი. ხან არის, რომ, შეიძლება, ჟურნალისტთა მთელი კოჰორტა დაეხვიოს თავს და ერთი სიტყვაც კი არ დააცდევინონ პირად ცხოვრებაზე. ხან კი, თვითონ მორბენალი მოაღებს პირს და ისეთ სკანდალურ რამეებს ამბობს, ნებისმიერ “ცნობად სახეს” ჩამოიტოვებს უკან.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ლეგენდარული იამაიკელი მორბენალი სამ მეგობარ გოგონას გაშორდა. მათ შორის, ბოლტი ყველაზე სკანდალურად ბრიტანელ გოგონას, მეგან ედვარდსს დაშორდა. ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის დაწყებამდე ბოლტმა განაცხადა, რომ შეყვარებულისთვის დრო და ნერვები აღარ ჰქონდა და სიტუაციის გართულებას, სატრფოსთან დაშორება არჩია.
ახლა კი, სრულიად საპირისპირო რამ თქვა. როგორც ბოლტი ამბობს, მეგან ედვარდსი ოლიმპიადის მინდინარეობისას მისთვის ერთგვარი მასტიმულირებელი იყო. უფრო კონკრეტულად კი, მეგანის უკანალი. “სირბილის დროს, მეგანის უკანალს წარმოვდგენდი ხოლმე და სწორედ უკანალი გახდა ჩემი წარმატების საწინდარი”, – ამბობს ბოლტი. სტიმულიც ასეთი უნდა...
 

0.137087