ქალთა ერთეულთა თანრიგში წლევანდელ უიმბლდონს ის ჩოგბურთელი მოიგებს, რომელსაც აქამდე ეს სადიდსლემო შეჯიბრება არასდროს მოუგია. ნახევარფინალში გასულთაგან მხოლოდ ფრანგ მარიონ ბარტოლის და აგნეკა რადვანსკას აქვთ ნათამაშები უიმბლდონის ფინალი, დანარჩენები კი პირველად გავიდნენ ნახევარფინალში.
უიმბლდონის 2011 წლის ტრიუმფატორი პეტრა კვიტოვა მეოთხედფინალში 27 წლის ბელგიელ კირსტენ ფლიპკენსთან 6:4, 3:6, 4:6 დამარცხდა. შეხვედრა 2 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. ბელგიელმა 3 ბრეიკი, შვიდი ეისი შეასრულა და კარიერის განმავლობაში მესამედ დაამარცხა 23 წლის ჩეხი. კვიტოვას ფლიპკენსი ერთადერთხელ ჰყავს ძლეული.
უიმბლდონის 2007 წლის გათამაშების ფინალისტი მარიონ ბარტოლი წლევანდელი ტურნირის ნახევარფინალში 20 წლის ამერიკელი სლოან სტივენსის 6:4, 7:5 დამარცხების შემდეგ გავიდა. რეიტინგსიის 15-ე ნომერმა ფრანგმა მასზე 2 საფეხურით უკან მდგომი ამერიკელის ძლევას საათი და 41 წუთი მოანდომა და სტივენსთან პირადი შეხვედრების ანგარიში 2:0 გახადა.
ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან
საბინ ლისიცკი (გერმანია) – აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი)
კირსტენ ფლიპკენსი (ბელგია) – მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი)