ქალთა ერთეულთა თანრიგში უიმბლდონის ხუთგზის ჩემპიონმა (2000, 2001, 2005, 2007, 2008) და სამგზის ფინალისტმა (2002, 2003, 2009) ვინუს უილიამსმა წლევანდელ ტურნირზე გამოსვლაზე უარი განაცხადა. ამის მიმეზად მსოფლიოს რეიტინგსიის 34-ე ნომერმა, 33 წლის უილიამს-უფროსმა ზურგის ქრინიკული ტრავმა დაასახელა.
“სამწუხაროდ, წლეულს უიმბლდონზე ვერ გამოვალ. ამ შეჯიბრებაზე ყოველთვის უდიდესი სიამოვნებით ვთამაშობდი, მაგრამ ამჯერად უმჯობესია ჯანმრთელობას დავუთმო მეტი დრო”, - ამგვარი გახლავთ ვინუსის ოფიციალური პოზიცია, ხოლო მოგვიანებით მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე შემდეგი დაწერა: “კორტზე შეძლებისდაგვარად სწრაფად დაბრუნება მსურს. 8 ივლისს ვაშინგტონში World Team Tennis დაიწყება და ყოველმხრივ შევეცდები კორტზე გავიდე. დიდი მადლობა ერთგულ გულშემატკივრებს – მალე შევხვდებით”.
შეგახსენებთ, უიმბლდონის წლევანდელი ტურნირი 24 ივნისიდან 6 ივლისამდე ჩატარდება.