ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველს, ჯეკ უილშირს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამის მიზეზი “მანჩესტერ სიტისთან” გამართულ მატჩში მისი საქციელია.
შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით ნახევარი საათი რჩებოდა, როდესაც ულშირმა “სიტის” ერთ-ერთ გულშემატკივარს შუა თითი უჩვენა. ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის ფეხბურთელს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ემუქრება.