ჩოგბურთი

15:42 | 20.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

უილიამსების გარემოცვაში

 “უიმბლდონზე” ქალთა ძირითადი ბადეების წილისყრა შედგა, რომელმაც ქართველებისთვის საინტერესო შედეგები მოიტანა. უფრო სწორად, ლონდონში საქართველოს სახელით ერთი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა იასპარეზებს, ანა ტატიშვილი კი, აშშ-ს სახელით გამოდის.

დავიწყოთ წყვილთა ტურნირიც, სადაც ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა და უკრაინელი ოლგა სავჩუკი სცდიან. ისინი პირველივე რაუნდში ამერიკელ დებს – სერენა და ვინუს უილიამსებს (მე-8 განთესვა) გადაეყარნენ და ცხადია, შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან გაუჭირდებათ.

არ გაუმართლა ტატიშვილსაც, რომელიც ერთეულთა ტურნირის საწყის წრეში ხსენებულ სერენა უილიამსს უნდა გაეჯიბროს. სამწუხაროა, თუმცა, ეს შეხვედრა უკვე შიდაამერიკულ “საქმის გარჩევად” მოიაზრება და მისი შედეგის წინასწარმეტყველებაც არ უნდა იყოს რთული.

სერენა “უიმბლდონის” ხუთგზის ჩემპიონია და ამჯერადაც, პირველ ნომრადაა განთესილი.

ძირითადი ბადის შეხვედრები სტარტს 23 ივნისს აიღებს.

0.063967