ჩოგბურთი

11:45 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

უილიამსების დღე მაიამიში

 

მაიამის “მასტერზ1000”-ზე წარმატებული სტარტი აიღეს სერენა და ვენუს უილიამსებმა. დებიდან უმცროსმა სერენამ იოლად მოუგო იტალიელ ფლავია პენეტას 6:1, 6:1, ხოლო ვინუსს 42 წლის იაპონელის კიმიკო დატე-კრუმის დასაძლევად დიდი ოფლისღვრა დასჭირდა 7:6 (7:3), 3:6, 6:4.

სერენამ აპენინელთან დაპირისპირებისას საათსა და 17 წუთში 7 ეისი და 5 ბრეიკი განახორციელა. “ანგარიშის მიუხედავად, მატჩი მალე ვერ დავასრულე. რეიტინგსიის პირველი ნომრის რანგში ასპარეზობა მსიამოვნებს, დამაჯერებლობასაც მმატებს, ამასთან პასუხისმგებლობის გრძნობასაც მიმაღლებს”, - აცხადებს სერენა, რომელიც მესამე წრეში იაპონელ აიუმი მორიტას შეხვდება.

მესამე წრეშია ექსპირველი ჩოგანი ვინუსიც. ამჟამად 18-ე საფეხურზე მყოფი უფროსი უილიამსი მომდევნო ეტაპზე თანამემამულე სლოან სტივენსს შეხვდება, დატე-კრუმის 3 სეტით დასამარცხებლად კი მას 2 საათი და 32 წუთი დასჭირდა. ვინუსისა და კიმიკოს ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 3:0 გახდა.

 

0.134135