როგორც უკვე ვიუწყებოდით, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24-ვე ნაკრების ვინაობა ცნობილია. 27 აგვისტოს დასრულებული მე-2 შესარჩევი ციკლის კვალად, ევრობასკეტ-2015 საბოლოოდ დაკომპლექტდა.
შეგახსენებთ, რომ მომავალ ტურნირზე თამაშის უფლება პირველმა ესპანეთმა მოიპოვა, რომელსაც 2009 წლის 23 მაისს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ერგო და ევრობასკეტის საგზურიც ავტომატურად მიიღო.
2013 წლის 1 სექტემბერს ესტონეთმა ევროპირველობის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში, რომელშიც 2013 წლის ევრობასკეტის მიღმა დარჩენილი გუნდები მონაწილეობდნენ, პირველობა არავის დაუთმო და მიზანს ასევე უწია.
2013 წლის სექტემბერშივე ევროპის პირველობაზე წარმატებული ასპარეზობის გამო, მომდევნო ტურნირის საგზურები საფრანგეთმა, სლოვენიამ, ხორვატიამ, ლიტვამ და სერბეთმა მიიღეს.
უკრაინა მომავალი შეჯიბრის მასპინძლად მოიაზრებოდა (მისი დასახელება 2011 წლის 18 დეკემბერს მოხდა), ფინეთს, საბერძნეთს და თურქეთს კი მსოფლიო ჩემპიონატის “უაილდ ქარდები” ერგოთ და ევროპირველობაზე ასპარეზობაც გაინაღდეს.
ამგვარად, ცნობილ 11 ნაკრებს 24-მდე შესავსებად კიდევ 13 გუნდი უნდა დამატებოდა. მე-2 საკვალიფიკაციო ტურნირის ფორმატის თანახმად, შვიდი ჯგუფის პირველადგილოსნები ფინალში ავტომატურად გადიოდნენ, მეორეადგილოსნებიდან კი ბორტს მიღმა ერთი უარესი რჩებოდა.
საბოოლოოდ, ჯგუფებში პირველობა ბოსნია-ჰერცეგოვინას,
ჯგუფი |
გუნდი |
მატჩი |
მოგება |
წაგება |
ჩაგდებული |
მიღებული |
შეფარდება |
D |
მაკედონია |
4 |
3 |
1 |
289 |
272 |
1.06250 |
G |
რუსეთი |
4 |
2 |
2 |
313 |
268 |
1.16791 |
C |
გერმანია |
4 |
2 |
2 |
308 |
289 |
1.06574 |
A |
ისლანდია |
4 |
2 |
2 |
286 |
289 |
0.98962 |
E |
ჩეხეთი |
4 |
2 |
2 |
282 |
286 |
0.98601 |
B |
ჰოლანდია |
4 |
2 |
2 |
250 |
264 |
0.94697 |
F |
რუმინეთი |
4 |
2 |
2 |
300 |
328 |
0.91463 |
როგორც ხედავთ, მიზანს მაკედონიამ, რუსეთმა, გერმანიამ, ისლანდიამ, ჩეხეთმა და ჰოლანდიამ უწიეს, უიღბლო კი რუმინეთის ეროვნული გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც F ჯგუფში მისთვის სარეკორდო 4 გამარჯვება კი მიითვალა, თუმცა, მიზანს მაინც ვერ უწია.
ჰოლანდია დიდ ფორუმს 1989 წლის შემდეგ პირველად უბრუნდება, ხოლო ისლანდიას ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დებიუტი ექნება.
ჯერჯერობით, უცნობია, როგორ მოხდება ფინალური ეტაპის წილისყრის წინ, ნაკრებთა განთესვა, თუმცა, ცხადია, რომ ქართველ კალათბურთელებს ჯგუფში პირველმა ადგილმა გარკვეული სამსახური უნდა გაუწიოს.
თუ სად ჩატარდება, ევრობასკეტ-2015, სავარაუდოდ, 8 სექტემბერს გაირკვევა, კანდიდატი კი რვაა: ხორვატია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისრაელი,
ევრობასკეტ-2015-ის ყველა მონაწილე
ბელგია |
საფრანგეთი |
ისრაელი |
რუსეთი |
ბოსნია-ჰერცეგოვინა |
მაკედონია |
იტალია |
სერბეთი |
ხორვატია |
საქართველო |
ლატვია |
სლოვენია |
ჩეხეთი |
გერმანია |
ლიტვა |
ესპანეთი |
ესტონეთი |
საბერძნეთი |
ჰოლანდია |
თურქეთი |
ფინეთი |
ისლანდია |
პოლონეთი |
უკრაინა |