ფეხბურთი

1:21 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“უიგანი” ინგლისის ასოციაციის თასის მფლობელია

პირველ წამატებულ წუთზე შეცვლაზე შესული ჟღალთმიანი ბენ უოთსონის შესანიშნავმა თავურმა პატარა “უიგანს” ისტორიაში პირველად მოაგებინა ინგლისის თასი. თითქოს “სიტის” გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ ფეხბურთი იმიტომაც გვიყვარს, რომ ზოგჯერ სულ პაწაწა გუნდსაც კი ეძლევა ხოლმე დიდი ტრიუმფის შანსი. პირველ ტაიმში მომენტები ორივეს ჰქონდათ, მაგრამ გოლი არ გასულა. მეორეში კი “ქალაქელთა” ტერიტორიული უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა კარგად თამაშობდა უიგანელთა ესპანელი მეკარე ხოელ რობლესი. 85-ე წუთზე მანჩინის გუნდი არგენტინელმა მცველმა პაბლო საბალეტამ დააღალატა, როცა უწყინარ სიტუაციაში მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი დატოვა. სწორედ ეს რამდენიმე წუთი ეყო “უიგანს” პატრა სენსაციის მოსახდენად. “სიტი” კი სეზონს უტიტულოდ ამთავრებს და უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ, ზაფხულში მანჩინის მანუელ პელეგრინი შეცვლისო.

სიტი – უიგანი 0:1 (0:0)

ლონდონი. “უემბლი.” 86 254

სიტი: ჰარტი, კომპანი, კლიში, საბალეტა, ნასტასიჩი, ნასრი (მილნერი 55), ბერი (ჯეკო 90+2), დავიდ სილვა, იაია ტურე, ტევესი (როდუელი 69), აგუერო

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

უიგანი: ხოელი, ბოისი, ალკარასი, შარნერი, ხორდი გომესი (უოთსონი 81), ესპინოზა, მაკარტური, მაკარტი, მელონი, კონე, მაკმანამანი

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლი: 0:1 უოთსონი (90+1)

გაფრთხილება: საბალეტა (60), ნასტასიჩი (75), ბერი (87); ხოელი (90+3)

გაძევება: საბალეტა (85)

მსაჯი: ანდრე მარინერი

0.16501