ფეხბურთი

16:57 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

უჰრინმა ფარერებისთვის 18 ფეხბურთელი შეარჩია

23 ივლისს, თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ტორსჰავნში “ებ/სტრეიმურის” წინააღმდეგ გამართავს.

დინამოელთა პრეს-სამსახურის ცნობით, გუნდის მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინის გადაწყვეტილებით, ფარერის კუნძულებზე შემდეგი 18 ფეხბურთელი გაემგზავრება.

მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა

მცველები: გივი კვარაცხელია, დარკო გლიშიჩი, გიორგი სეთურიძე, უსტარიცი, დავით კვირკველია, დავით ხურცილავა, გიორგი გველესიანი.

ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი მერებაშვილი, გიორგი პაპავა, ელგუჯა გრიგალაშვილი.

თავდამსხმელები: ჩისკო, ჯაბა დვალი, დავით ხოჭოლავა, პატრიკ ვუო.

დინამოელები ფარერებზე 22 ივლისს ჩავლენ და სასტუმრო Hოტელ Føროყარ-ში დაბინავდებიან.

საინტერესოა, რომ 23 ივლისს “დინამოს” ევროპულ ასპარეზზე 4 შეხვედრა აქვს გამართული, 1 თბილისში, 3 კი – სტუმრად.

დინამოელებმა 23 ივლისს პირველად 1996 წელს ითამაშეს. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი სტუმრად ლუქსემბურგის “გრევენმახერს” დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ – 2:2 დაასრულა. გოლები კიკნაძემ და კერძევაძემ გაიტანეს.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 1997 წელს თბილისელებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში “კრუზეიდერსი” ორბურთიანი სხვაობით – 3:1 დაამარცხეს. გოლები კიკნაძის, გოგიჩაიშვილის და მუჯირის ანგარიშზეა.

2003 წლის 23 ივლისს დინამოელები ალბანურ “ტირანასთან” – 0:3 დამარცხდნენ.

თბილისელმა ფეხბურთელებმა 23 ივლისს ბოლო მატჩი 2009 წელს, “დინამო არენაზე” გამართეს და ლიეპაიას “მეტალურგსს” 3:1 მოუგეს. ლატვიური გუნდის კარი ორჯერ აიღო გიორგი მერებაშვილმა, ერთი გოლი კი გურამ კაშიას ანგარიშზეა.

23.07.1996

გრევენმახერი 2:2 დინამო

გოლები: კიკნაძე, კერძევაძე

23.07.1997

კრუზეიდერსი 1:3 დინამო

გოლები: კიკნაძე, გოგიჩაიშვილი, მუჯირი

23.07.2003

ტირანა 3:0 დინამო

23.07.2009

დინამო 3:1 მეტალურგი (ლიეპაია)

გოლები: მერებაშვილი (2), გ. კაშია – რაფაისკისი

უკვე ცნობილია, რომ საპასუხო შეხვედრას უელსელი საიმონ ევანსი განსჯის, რომელსაც თანამემამულეები – ედვარდ კინგი და დანიელ ბეკეტი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ასევე უელსელი – რიჩარდ ჰარინგტონი იქნება, მატჩის დელეგატად ბ.ტოდოროვი (ბულგარეთი) გახლავთ დანიშნული, მსაჯთა დამკვირვებლად კი – ვ.მელნიჩუკი (უკრაინა).

აღსანიშნავია, რომ “დინამოს” მონაწილეობით საიმონ ევანსმა 2011 წლის 18 აგვისტოს ათენში გამართული მატჩი იმსაჯა, რომელშიც ადგილობრივმა აეკ-მა თბილისელებს 1:0 სძლია. იმ შეხვედრაში არბიტრმა მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს 9 ყვითელი ბარათი (აეკ-ი – 6, “დინამო” – 3) უჩვენა.

“დინამოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, საიმონ ევანსის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ.

საიმონ ევანსი

დაბადების თარიღი: 1975 წლის 13 ოქტომბერი 

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – 1 თამაში / 2 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი – 13 თამაში / 50 ყვითელი / 2 წითელი / 0 პენალტი

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი – 4 თამაში / 23 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 19 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 თამაში / 2 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

0.121662