ფეხბურთი

23:15 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

უჰრინმა ანანიძე და ძიუბა გამოარჩია

მატჩს ქეცბაიაც დაესწრო

ჯანო ანანიძის “როსტოვმა” საკონტროლო მატჩი გამართა ჩეხეთის ჩემპიონ “პლზენთან” და 1:1 დაასრულა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ერთ მომენტში ცოტა დააკლდა გოლამდე: მეკარემ ცხრიანიდან ჩამოხსნა ბურთი.

როგორც იცით, “პლზენს” თბილისის “დინამოს” ყოფილი მწვრთნელი დუშან უჰრინი თავკაცობს. უჰრინმა მატჩის შემდეგ “როსტოვის” ორი ფეხბურთელი გამოარჩია: ჯანო ანანიძე და არტიომ ძიუბა.

“ამ ორმა ფეხბურთელმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. მთლიანობაში, “როსტოვმა” კარგი შთაბეჭდილება დატოვა”.

შეხვედრა კვიპროსზე გაიმართა და თემურ ქეცბაიაც დაესწრო – რა თქმა უნდა, ანანიძის თამაშის სანახავად.

  

0.119316