კალათბურთი

18:33 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“უგრე” კარიერას სლოვენიაში აგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ცენტრალური თავდამსხმელი დავით უგრეხელიძე (27.03.83, 208სმ), მეტსახელად “უგრე”, კარიერას სლოვენიის მეორე ლიგის გუნდ “კრნომელში” აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში უგრეხელიძე საქართველოში თამაშობდა (“არმია”, “შსს აკადემია”), 2013-14 წლების სეზონი “შსს აკადემიაში” დაიწყო. საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ გუნდი კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ დატოვა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, კარიერას სლოვენიაში აგრძელებს.

“უგრე” სლოვენიელთა სიძეა და ამ ქვეყანაში მას კარგად იცნობენ. სხვადასხვა წლებში დავითს ქვეყნის წამყვან კლუბებშიც (კრკა, “სლოვანი”, “კოპერი”...) აქვს ნათამაშები და აღნიშნულიდან გამომდინარე, სლოვენიურ კალათბურთს კარგად იცნობს.

0.124846