მადრიდის “რეალის” ლეგენდა უგო სანჩესი “ბარსელონას” ხელმძღვანელობას აფრთხილებს, რომ თუ ლიონელ მესი კატალონიურ გუნდში ბედნიერი არ იქნება, ის კარიერას “სამეფო კლუბში” განაგრძობს.
“მესი ვერ გრძნობს, რომ “ბარსელონა” მას სათანადოდ აფასებს. ამიტომ, ის ბედნიერი არაა.
თუ მესი კატალონიაში ბედნიერი არ იქნება, “ბარსელონა” უნდა ელოდოს, რომ ფეხბურთელს “რეალი” იყიდის.” – ციტირებს სანჩესის სიტყვებს Bein Sport-ი.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მესი “ბარსელონაში” ბედნიერი არაა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 250 მილიონი ევროა. თუმცა, კატალონიურ პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი ფეხბურთელი “ბარსასთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.