“მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდ უეინ რუნის, მყრალი ხასიათის გამო, არაერთხელ მოსვლია ჩხუბი და შელაპარაკება თავის მეუღლესთან – კოლინ რუნისთან, რომელიც თანაცხოვრების მანძილზე ქმარს რამდენჯერმე გაშორდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი მაინც შერიგებით სრულდება ხოლმე. ცოლ-ქმარს შორის უკანასკნელი გაწევ-გამოწევა 2010 წლის ნოემბერში გაიმართა, როდესაც ფეხბურთელმა კოლინს კამათის დროს ხელიც კი დაარტყა, თუმცა 2011 წლის თებარვალში წყვილი ისევ შერიგდა. თუკი კოლინ რუნის დავუჯერებთ, ბოლო რამდენიმე თვეა, მისი ქმარი სანიმუშოდ იქცევა და თავად კოლინს საწუწუნო აღარაფერი აქვს.
როგორც ფორვარდის მეუღლე ამბობს, უეინი ბოლო თვეების განმავლობაში არათუ მას არ ეჩხუბება, არამედ ზოგადად – დამთმობი და შედარებით თვინიერი ადამიანი გახდა. კოლინი ყიამყრალი უეინის ხასითში ასეთი გარდატეხის ძირითად მიზეზად, ქმარში შემჩნეულ სინანულსა და ასაკის მატებას ასახელებს.
”უეინი პატარა ბავშვი აღარ არის და ხვდება, რომ ცხოვრება ადრინდელივით უბრალოდ ვეღარ გაგრძელდებოდა. ახლა მასთან სასაყვედურო ნამდვილად აღარაფერი მაქვს, რადგან ძალიან კარგად იქცევა და თუკი რამე ოჯახური პრობლემის გადაწყვეტა სურს, მუდამ ცდილობს, რომ ეს საკითხი ჩემთან ერთად განიხილოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა მომხდარიყო და ძალიან მიხარია, რომ უეინმა შეძლო რაღაცეების გადაფასება”, – ამბობს გახარებული კოლინ რუნი.