“მაიამი ჰითის” მცველი დუეინ უეიდი კარიერას ისევ ფლორიდულ კლუბში გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ ამერიკელმა კალათბურთელმა საკუთარ ინსტაგრამზე განაცხადა.
ESPN-ის ინფორმაციით, დუეინის კონტრაქტი ორ წელზეა გათვლილი, მისი ხელფასი კი 31.1 მილიონი დოლარი იქნება.
ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე, უეიდმა უარი თქვა ოფციაზე, რომლის თანახმადაც მას 2 წლის განმავლობაში, მაიამელთაგან 42 მილიონი ეკუთვნოდა.