უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი გათამაშება საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ” მოიგო.
ახალგაზრდა კატალონელებმა ფინალში პორტუგალიის “ბენფიკა” 3:0 დაამარცხა. განვლილი მატჩის მე-9 წუთზე ანგარიში როდრიმ გახსნა. ცოტა ხანში, ლისაბონელებს საპასუხო გოლის გატანის შანსი ჰქონდათ, მაგრამ რომარიო ბალდემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. 33-ე წუთზე, მუნირ ელ-ჰადადიმ თანაგუნდელები კიდევ უფრო დააწინაურა, ხოლო 88-ეზე მან საბოლოო წერტილი დასვა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ კარში დარტყმათა რაოდენობით “ბენფიკას” საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა – 21:9.
“ბარსელონა”: ონდოა, როდრი, შავიერ კინტილია, რიერა, ეკპოლო, ენგენე (ხუან ანტონიო, 72), ელ-ოურიაჩი, ჟორჟი ორტეგა, კაპტუმი (ებეველე, 89), ადამა ტრაორე, ელ-ჰადადი (როლონი, 90+2).
“ბენფიკა”: გრასა, რებოჩუ, ჟოაუ ნუნეში, ალფაიატე (ჟოაუ გომეში, 83), რამოში, ჟილსონ კოშტა (ილდებერტუ პერეირა, 64), ეშტრელა, როჩინია, რომარიო, გედეში, სანტოში.
გაფრთხილება: ეკპოლო, ორტეგა, რიერა, ელ-ჰადადი, ხუან ანტონიო (“ბარსელონა”), გედეში, სანტოში, რომარიო, როჩინია, ჟოაუ ნუნეში (“ბენფიკა”).