ფეხბურთი

20:25 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ სიმბოლური ნაკრები შეადგინა

 უეფამ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ძნელი გამოსაცნობი არ იქნებოდა, რომ ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ სიმბოლურში მოხვდებოდნენ. არგენტინელმაც და პორტუგალიელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულეს. სიმბოლურ ნაკრებში "ბაზელის" ნახევარმცველი მოჰამედ სალაც მოხვდა. 21 წლის ეგვიპტელმა ფეხბურთელმა, ლონდონის "ჩელსისთან" მოგებულ შეხვედრაში 71 წუთზე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ "ბარსელონას" ჰყავს ერთზე მეტი ფეხბურთელი: სიმბოლურში მესისთან ერთად პიკეც მოხვდა.

მეკარე: ვილანდი (“კოპენჰაგენი”)

მცველები: გიბსი (“არსენალი”), პიკე (“ბარსელონა”), ლუიზაო (“ბენფიკა”), ალაბა (“ბაიერნი”).

ნახევარმცველები: სალა (“ბაზელი”), მოტა (“პსჟ”), ტეიშეირა (“შახტარი”).

თავდამსხმელები: მესი (“ბარსელონა”), რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), კრიშტიანო რონალდუ (მადრიდის “რეალი”).

 

გიორგი ბალახაძე

0.122635