ფეხბურთი

12:55 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ შესარჩევი ტურნირებისთვის ახალი ბრენდი შექმნა

ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების პრესტიჟის ასამაღლებლად, უეფამ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის და მსოფლიოს 2018 წლის პირველობის ევროპული ზონის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ახალი ბრენდი შექმნა.

ბრენდის ლოგოტიპზე გამოსახულია ეროვნული ნაკრების მაისური, რომელიც გულშია მოთავსებული. ამ ემბლემას მომდევნო ორ შესარჩევ ტურნირზე და ასევე სხვადასხვა სახის პროდუქციის რეკლამის დროს გამოიყენებენ.

გულის გამოსახულება ასახავს ბრენდის დევიზს “ითამაშე გულით” და უეფას ხედვას, რომლის თანახმადაც ევროპულ შესარჩევ ტურნირებში ეროვნული ნაკრებების მიერ ჩატარებული მატჩები გულშემატკივრებში სიამაყეს უნდა იწვევდეს. ბრენდ “ევროპული კვალიფიკაციის” ქვაკუთხედი ევროპელობა, ღირსება და მიზანსწრაფულობა.

მკაფიო და სტაბილური ბრენდ-პლატფორმის შექმნამ გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი უნდა შეუწყოს ევროპულ ზონაში ჩატარებულ შესარჩევ ტურნირებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ ცენტრალიზებული გახდა. უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე მუშაობს განყოფილება “ევროპული კვალიფიკაცია”. მალე ანალოგიური გვერდები სოციალურ ქსელებში გაჩნდება.

ასევე, შემუშავდება დეტალური რეკომენდაციები ბრენდის გამოყენებასთან დაკავშირებით და ინტერაქტიული კომპლექტი ბეჭდური, სამაუწყებლო და ციფრული მედიასაშუალებების გასაფორმებლად.

 

 

 

 

თეგებიუეფა
0.109078