ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია უეფა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბების დანახარჯებს დიდი ყურადღებით აკვირდება.
Reuters-ის ცნობით, უეფაში მოხიბლულები არიან “მონაკოს”, “მანჩესტერ სიტის”, პსჟ-ს და სხვა კლუბების დანახარჯებით და კლუბებს ფინანსური ფეარ პლეის კანონს ახსენებენ.
“პატარა და დიდი კლუბებისთვის წესი ერთნაირია. ყველას ვაფრთხილებთ, რომ ეს კანონი ყველას “უკბენს”, ვინც მის დარღვევას განიზრახავს. უკვე მომავალი სეზონიდან, კლუბები ვეღარ დახარჯავენ იმაზე მეტ თანხას, რასაც გამოიმუშავებენ. თუ კლუბები განაგრძობენ ტრანსფერებზე დიდი ოდენობით თანხის ხარჯვას, აუცილებლად იქნება სანქციები - გაფრთხილება, ჯარიმა და დისკვალიფიკაცია. აუცილებელია ყველამ შეიგნოს, რომ ფინანსური ფეარ პლეი არა კლუბების დასასჯელად, არამედ მათ დასახმარებლად შემოვიღეთ” – განაცხადა უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ.