აპრილში, თბილისში გასამართი ფუტსალის ოთხთა ფინალის კენჭისყრის თარიღი უკვე ცნობილია. ამის შესახებ, უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. კენჭისყრა თბილისში, 27 მარტს, ოთხშაბათს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება და ცერემონიის საპატიო ელჩები და ღონისძიების წამყვანები შოთა და არჩილ არველაძეები იქნებიან.
კენჭისყრაზე დასასწრებად თბილისში ჩამოვლენ უეფას წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, ოთხთა ფინალში მონაწილე გუნდების - "ბარსელონას", "ქაირათისა" და მოსკოვის "დინამოს" დელეგაციები. ღონისძიება თბილისის დროით საღამოს 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება სპორტული მედიის წარმომადგენლებსაც უპრობლემოდ შეეძლებათ.
სფფ-ის პრესსამსახური