ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია უეფამ, უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის, ფინალური ტურნირის გეოგრაფიის გაფართოებას გეგმავს.
ცოტა ხნის წინ, The Independent-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმადაც, თითქოს, ორგანიზატორები ევროპის ჩემპიონატისთვის არგენტინის, ბრაზილიის, მექსიკისა და იაპონიის ნაკრებების დამატებას გეგმავდნენ.
“შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ უეფაში არაფერი იციან The Independent-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით”, - განაცხადა უეფას ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზრდება და თამაშები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართება.