ფეხბურთი

11:31 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

უეფა “ნისანს” გაურიგდა

ევროპის ფეხბურთის ასოციაციამ საზოგადოებას საავტომობილო კომპანია “ნისანთან” ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ აცნობა. იაპონური ბრენდი მომავალი სეზონიდან 2017-2018 წლის სეზონის ჩათვლით ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის სპონსორი იქნება.

შეთანხმების ფინანსური მხარე არ საჯაროვდება. არაოფიციალური ინფორმაციით კი, უეფა ამ კონტრაქტით წლიურად 54,5 მილიონ დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩემპიონთა ლიგის პარტნიორი საავტომობილო კომპანია “ფორდი იყო, მაგრამ ამერიკელებმა ამჯერად უეფასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ ისურვეს. 

0.117851