ფეხბურთი

15:45 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

უეფა მასპინძელ სტადიონს რამდენიმე თვეში განსაზღვრავს

13-16 ნოემბერს თბილისში უეფას დელეგაციას იმყოფებოდა, რომელსაც ხსენებული ორგანიზაციის საკლუბო ტურნირების თავკაცი მაიკლ ჰესჩელსვერდტი ხელმძღვანელობდა.

უეფას დელეგაციის მიზანი 2015 წელს თბილისში გასამართი ევროპის სუპერთასის საორგანიზაციო საკითხების განხილვა იყო. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა “დინამო არენა” და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი დაათვალიერეს.

თბილისში ჩასატარებელი სამუშაოების მორიგ ეტაპს უეფას წარმომადგენლები 2014 წლის მარტში შეაფასებენ.

2015 წლის სუპერთასს “მიხეილ მესხი” უმასპინძლებს თუ “დინამო არენა”, უეფა რამდენიმე თვეში გადაწყვეტს.

0.118064