UEFA-ს გადაწყვეტილებით, რომის “ლაციო” ევროტურნირების მომდევნო 2 მატჩს ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაატარებს. ამის მიზეზი ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რომაელი გულშემატკივრების მიერ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის შეურაცხყოფის არაერთხელ მიყენებაა.
UEFA-ს მიერ “ლაციოს” გულშემატკივართა საკითხის განხილვისა და კლუბის დასჯის მიზეზი ისაა, რომ ევროპის ლიგაზე, რომში ჩატარებულ არაერთ შეხვედრაში, ადგილობრივმა ქომაგებმა თავი რასისტული გამოხტომებით გამოიჩინეს. Football Italia-ს ცნობით, მომდევნო 2 საშინაო შეხვედრის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარების გარდა, “ლაციო” 40 ათასი ევროთიც დაისაჯა.