ფეხბურთი

22:22 | 6.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

UEFA ჩაქირს იცავს

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, როგორც მოსალოდნელი იყო, “მანჩესტერსა” და “რეალს” შორის გამართული შეხვედრის მთავარი არბიტრი, ჯიუნეით ჩაქირი დაიცვა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქი რეფერის დასჯა, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.

სამშაბათს, “მანჩესტერსა” და “რეალს” შორის გამართულ საჩემპიონთალიგო მატჩში, თურქმა არბიტრმა მოედნიდან მასპინძელთა პორტუგალიელი შემტევი ნანი გააძევა. ამ ეპიზოდმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ევროპული პრესა, მათ შორის მადრიდული გამოცემებიც, ჩაქირს ზედმეტ სიმკაცრეში ადანაშაულებენ, თუმცა ასე არ ფიქრობს UEFA.

“არანაირი პრობლემა არ არსებობს. ჩაქირს სანქცია არ ემუქრება. მატჩის დელეგატისგან და მსაჯის დამკვირვებლისგან ოფიციალურ ანგარიშს დაველოდებით და თუ რაიმე სახის კითხვები გაჩნდება, რეაგირებას მოვახდენთ. ჩაქირი კვლავ რჩება იმ მსაჯების სიაში, რომლებსაც ვენდობით.” – ვკითხულობთ UEFA-ს განცხადებაში.

სამაგიეროდ, დისციპლინარული სასჯელები ემუქრებათ ალექს ფერგიუსონსა და რიო ფერდინანდს.

თამაშის დასრულების შემდეგ, რიო ფერდინანდი არბიტრთან მივიდა და მას ტაში დაუკრა. ბუნებრივია, ინგლისელის ამ ქმედებაში სარკაზმი უნდა დავინახოთ და არა აღტაცება. Gოალ-ის ცნობით, თუ ფერდინანდის ქმედება მატჩის ოქმში აღწერილი იქნება, მას სასჯელი ემუქრება.

ფერგიუსონს, შესაძლოა, პრობლემა იმან შეუქმნას, რომ მან თავისი მოვალეობის შესრულებაზე და მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

0.112484