ფეხბურთი

18:30 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

UEFA ახალ სანაკრებო ტურნირზე მუშაობს

 

The Telegraph-ის ცნობით, UEFA აპირებს ახალი სანაკრებო ტურნირი შექმნას, რომელიც საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს ჩაანაცვლებს.

გეგმის მიხედვით, ტურნირის სტარტს 2018 წელს აიღებს და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

ტურნირი 3-4 დივიზიონად იქნება დაყოფილი. იმოქმედებს გავარდნისა და ზედა დივიზიონში ასვლის წესი.

უმაღლეს დივიზიონში 16 გუნდი ითამაშებს, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფების გამარჯვებულები, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ოთხთა ფინალში ითამაშებენ.

ქვედა დივიზიონების გამარჯვებულებს შანსი ექნებათ, “უაილდ ქარდით”, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ, საკვალიფიკაციო ციკლის გავლის გარეშე მოხვდნენ.

0.122795